Monday, October 6, 2008

Day Of Wrath


შუადღის შემდეგ თავი მტკიოდა რაღაც უაზროდ... განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ამის ქვემოთ მაქვს დაწერილი... რაღაცაზე მომიხდა გასვლა სახლიდან და ისე მოხდა რომ თავი ამოვყავი ღუდუშაურის საავადმყოფოში... ვნახე სიკვდილს ძლივს გადარჩენილი ,,დეიდა,,... ისე მოხდა რომ მომიხდა მიმღებში ყოფნა... რაღაც საოცრად მძიმე გარემო...საკაცეები, ეტლები...შემზარავი სუნი.....დერეფნებში მოხეტიალე გარდაცვლილთა სულები...
უცბად ჩემს წინ საკაცით მოხუცი კაცი გამოიყვანეს... ცხოვრებას ეცლებოდა ხელიდან... მიმღებიდან გაიყვანეს მანქანაში გადასაყვანად...დავინახე როგორ გააღო თვალები ნახევრად რომ დაენახა ვარსკვლავიანი ცა და ღრმად შეისუნთქა თბილი საღამოს სითბო... ცოტა ხანში იგივე და უფრო მძიმე მდგომარეობაში ასევე მოხუცი ქალი გამოიყვანეს საკაცით. იგი ვერ შეისუნთქავდა თბილი საღამოს სითბოს, ჟანგბადის ბალონით სუნთქავდა... უცბად დამირეკა მობილურმა... Mozart - Dies Irae... ანუ მრისხანების დღე.... რაღაც უაზროდ შეეფერებოდა სიტუაციას... ცოტა ხანში ექიმმა პლედში გახვეული პატარა ,,რაღაც,, წაიღო სასწრაფოს მანქანისკენ დამწუხრებული სახით... ცოტა ხანში ყური მოვკარი, რომ ორსული ქალი ახსენეს....
ადამიანთა მძიმე ხვედრი...

0 comments: