Saturday, October 18, 2008

დიაგნოზი: ნერვოზი

მივესალმები სარკასტული ტაშის დაკვრით თქვენს მოქმედებას.... სარკაზმი საკუთარი თავისა... გასაოცრად გიბიძგებთ იმისკენ რომ რამდენიმე ფენა საღებავით გადაღებოთ, სხვადასხვა ფრად...გინდაც აიღოთ სანთებელა და ვინმე ერთი მდაბიოსავით აალებისკენ უბიძგოთ...უი სანთებელა აღარ გაქვთ? კინაღამ მე მქონდა, მაგრამ ვყოფილვარ ძლიერი და არ ვიქონიე.... მემუარების წერასაც არ დავზარდებოდი გინდაც დღევანდელი დღიდან, რომელსაც დაკარგული ადამიანების გზამკვლევის შინაარსი ექნებოდა...
ლამაზად რისთვის ფუთავდით? შეფუთვა მოგწონდათ? და შიგნით რომ ნაგავს ყრიდით თურმე ჩუმად? სამწუხაროდ მე არ ვიქნები ვინმე მზაკვართაგანი ვინც ამ მანკიერებებს ამხელს, თუმცაღა ეს ცუდი იმ ნერვოზისთვის რომელიც დამიდგინეს, მაგრამ კარგი ,,მე,,-სთვის, ეს ერთგვარი სისადავეა... სისადავე სულისა... რომელიც ბევრს აყროლებული აქვს... და იყროლებს კიდევ უფრო მეტად თავისი მანკიერებებით.... დიდად არ მინდა გავკადნიერდე, თუმცა სიმართლის თქმა ყოველთვის მიყვარდა და ვისაც არ მოსწონებია ჩემი ეს თვისება უცდია კიდეც ჩემი დაჩაგვრა... წამოგეწიათ საღებავთა უამრავი ფენა? მაგრამ რაშია საქმე იცით, რომ გუაშებით შეგიძლიათ მარტო... აი აკვარელებისა კი რა მოგახსენოთ, რომლითაც ნაზად, სულიერად, მოქნილად, თბილად უნდა მოხატვა, გინდაც შეღებვა, რაც თქვენ არასდროს გამოდგიოდათ.... თქვენ ალბათ არ გიგრძვნიათ გრძნობების კორპოსკულების მრავალფეროვნება და მრავალფორმიანობა, თორემ ასეთი ტეტრაგონალურები არ იქნებოდით.... იპოვეთ იგინი და ცოტაოდენი ჭეშმარიტების არსსაც გაიგებთ, რაც მოგცემთ იმის ზეშთაგონებას რომ უბრალოზე მეტად ათვალიეროთ საგნები, ადამიანები, შეიგრძნოთ მოვლენები, შეფასოთ მუსიკა და იცხოვროთ ტანჯვაში თუ ბედნიერებაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით....

და თუ ვინმემ იპოვა თავისი თავი ამ ნაწერში, მაგასაც მივესალმები, რათა საკუთარ თავთან მაინც აღიარა რომ იპოვა.... ადამიანებს საკუთარ თავთან გამოტყდომაც კი უჭირთ......

0 comments: