Wednesday, October 1, 2008

ნაფტალინის სუნით გაჟღენთილი

ცხოვრების ეტაპებად დაყოფა მჩვევია... ნამდვილად არ ვიცი რა ეტაპი მაქვს ამ წუთას, დაახლოებით კი ვხვდები, თუმცა ვხედავ იმდენად სიძველის სუნი ტრიალებს, რომ დავიწყე ქექვა 2 წლის წინანდელ ჩემ აზრებში და მოვყვები დღემდე... დავინახე რომ ცხოვრების თითოეული რთული ეტაპი რამდენადმე პროგრესულად მოქმედებს ჩემზე, ვიგებ და ვითავსებ ახალ ცხოვრებისეულ წესებს, რომელსაც აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ვერავინ ვერასდროს გაექცევა... ძველი აზრების თვალიერებისას წავაწყდი მაშინდელ და დღევანდელ ეთის შორის წინააღმდეგობებს... ფასეულობათა შეძენა-დაკარგვებს, ადამიანებთან ურთიერთობათა სახეებს... სხვათაშორის მომეწონა რამდენიმე მაშინდელი ჩემი შეხედულება ზოგადად რაღაცეების შესახებ...
პროგრესირებადმა დრომ კი მოიტანა ის, რომ მე მომიწია ცხოვრების საწყისი სიძნელეების გემოს გაგება, რამაც მიუხედავად დიიიდი უიმედობისა ჩემში გააჩინა მათთან შერკინების ძალა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იყო ის, რომ ყოველივე მოხდა როცა ვიყავი 17-ის და ვხდებოდი 18-ის... დროდადრო სიძნელეს სიძნელე ცვლიდა და ამასობაში როგორც ფოლადი ისე იწრთობოდა და კიდევ ვინ იცის რამდენი ხანი გაიწრთობა ჩემი ,,მე,, ....

იმ დღეს ოპერიდან ვბრუნდებოდი დიდებული სიმფონიური ორკესტრის კონცერტიდან ,,შემოდგომის თბილისი”.... გვიანი იყო უკვე... მე ჩემს ჩაცმულობას ამჯერადაც არ ვუღალატე და ძირითადად შავ ფერში კლასიკურად გამოწყობილი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით, 50-იანი წლების სტილში გაკეთებული თმით მძიმედ მოვაბიჯებდი გოლოვინის პროსპექტზე...Deep in thoughts.... საბოლოოდ ერთ უცნაურ დასკვნამდე მივედი, რომ მე სამწუხაროდ პროგრესირებად დროს თავი შევწირე და სხვათაშორის ერთგვარი სიამოვნების მომენტიც კი იყო... როცა დაინახავ სხვა სიმაღლეებს და იმას რომ თურმე სხვა სიმაღლეებისთვის ცოტა სხვა რაღაცეებია საჭირო... გრძნობ თავს ძალიან მოხუცად, თუმცა იმდენად ახალგაზრდა ხარ რომ სიმაღლეებს კი არა ზესიმაღლეების დანახვა შეგიძლია და არამარტო დანახვა....
და ყველაზე მთავარი რომ გამოსწორებადია ყველაფერი, უძველესიც კი... ყველა შეცდომას ვუშველით და როცა ვუშველით ძალიან ძლიერად ვიგრძნობთ თავს.... ცხოვრების ყველა მოდელი ერთ მარტივ პასუხს იძლევა - ბედნიერება....და ეს პასუხი იმდენად ძვირფასია, რომ ადამიანები თვალის დახამხამებაში ცვლიან მატერიალურ ღირებულებებზე მას... და ის ავიწყდებათ, რომ მატერია ძალიან ძალიან მალე იცვითება.... პასუხის მისაღებად კი ხშირად ნებისყოფა ღალატობთ ან გაურბიან მის მიღებას, იმიტომ რომ ეშინიათ ისევ არ მოუხდეთ მისი ადვილად გაცვლა.... საბოლოოდ კი გაცვეთილი მატერიები რჩებათ...

0 comments: